ცესკო მოსწავლეებისთვის თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ტრენინგებს იწყებს

ცესკო მოსწავლეებისთვის თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ტრენინგებს იწყებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, განათლების სამინისტროსა და გაერო-ს განვითარების პროგრამასთან ერთად, დღეს, რუსთავის #25-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო ერთთვიან ტრენინგებს დაიწყებს .

პროგრამას გახსნიან ცესკო-ს პრესსპიკერი ჯული გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ინიტა პაულოვიჩა.

ცესკო-ს ინფორმაციით, სკოლებში სამოქალაქო აღზრდის ერთ-ერთი კომპონენტი საარჩევნო დახმარების პროექტი იქნება, რომლის მიზანია აამაღლოს სკოლის მოსწავლეთა ცნობიერება არჩევნების შესახებ და ჩამოუყალიბოს მათ საარჩევნო კულტურა.

სამიზნე ჯგუფში შედიან საშუალო საფეხურის მოსწავლეები მე-9-მე-12 კლასებიდან.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური საარჩევნო კომისია, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა.