დიმიტრი შაშკინი დღეს რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დღეს რუსთავის 21-ე და მე-7 საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ .
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, რუსთავში 24 საჯარო სკოლაა. სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ოცდაოთხივე სკოლას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.

























