საქართველოში დღეს 15 პოლონელი სტუდენტი ჩამოვიდა

საქართველოში დღეს 15 პოლონელი სტუდენტი ჩამოვიდა.პოლონურ-ქართული სტუდენტური ჯგუფი ტყიბულის რაიონში დაბინავდა და სემინარებს გამართავენ.
როგორც პროექტის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, პროექტის სახელწოდებაა - `დისკუსია ევროპელი ხალხის თანაცხოვრებაზე~. ჯგუფში 15 პოლონელ სტუდენტთან ერთად ცხრა ქართველი სტუდენტი იმუშავებს. ისინი ისაუბრებენ როგორ ახერხებს ეს ორი ერი ერთმანეთთან ურთიერთობას, როგორ ყალიბდება ქართველებსა და პოლონელებს შორის მეგობრული და სახელმწიფოებრივი ურთიერთობა.
პროექტის მიზანია, პოლონური ჯგუფი გაეცნოს, შეისწავლოს და ჩაწვდეს ქართულ კულტურასა და ისტორიას და ასევე, ქართულ ჯგუფს გააცნოს და გაუზიაროს პოლონური კულტურა და ისტორია.
პოლონურ-ქართული ჯგუფი ერთობლივად იმუშავებს ამ საკითხთა განხილვაზე. ასევე, გეგმავენ ექსკურსიებს საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიული ძეგლებისა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილების დათვალიერებას.
პროექტის ავტორია არტურ ადამჩეკი, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი და თანაავტორი პიოტრ ბაბიცკი.

























