ბათუმში საპარლამენტო უმცირესობის სხდომა მიმდინარეობს

ბათუმში საპარლამენტო უმცირესობის სხდომა მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრები გუშინ და დღეს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესახებ მსჯელობენ.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, უმცირესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საერთო ხედვას ჩამოაყალიბებს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე შენიშვნა, მათ შორის – საგამოძიებო კომისიის შექმნის წესის, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, პარლამენტის დათხოვნის და ძალთა რეალური ბალანსის ჩამოყალიბების შესახებ.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდა საპარლამენტო უმცირესობა საშემოდგო სესიებზე გასატან საკითხებზე მსჯელობს. ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიანი რაიონების შესახებ კანონის დახვეწა იქნება.

























