რუსთავის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

რუსთავის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

რუსთავის დიდ ნაწილს ხვალ, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, რუსთავში სულ 45 000 აბონენტია, რომელთაგან ელექტროენერგიის მიწოდება 37 081 აბონენტს შეუწყდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ქვესადგურ "პატარა რუსთავში" წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ელექტროენეგიის მიწოდება არ შეუწყდება ქალაქში არსებულ სასიცოცხლო ობიექტებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა გათიშულ აბონენტს აღუდგება.