ომის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი "საქართველოს ლეგიონი" ხვალ დაფუძნდება

საქართველოს ომის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი "საქართველოს ლეგიონი" ხვალ დაარსდება.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ გენერალმა გია ყარყარაშვილმა განუცხადა, კავშირის დაფუძნების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც დამფუძნებლები ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო ამოცანებზე ისაუბრებენ.
მისივე თქმით, ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ სამძიმარს გამოუცხადებს.
ღონისძიება ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.

























