ზურაბ არსოშვილი - ჯაჭვი, რომელიც დღეს გორის ციხის გარშემო შეიკვრა, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა

ზურაბ არსოშვილი - ჯაჭვი, რომელიც დღეს გორის ციხის გარშემო შეიკვრა, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს ქართველი გმირების მიერ დაწყებული საქმე .

ამ შინაარსის განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზურაბ არსოშვილმა დღეს გორის ციხესთან გადახდილი პანაშვიდის შემდეგ გააკეთეს.

"ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ამ გმირებმა დაიწყეს. მათი ოჯახის წევრებს ვეტყვი, რომ ჩვენ უკან დახევის უფლება არ გვაქვს და სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ამ გმირების მიერ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა კობა სუბელიანმა.

ზურაბ არსოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირები. "ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მათი საქმე და ის ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც დღეს გორის ციხის გარშემო შეიკვრა, არის ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ და მტერი ვერ დაგვამარცხებს", - განაცხადა ზურაბ არსოშვილმა.