გორის ციხის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

გორის ციხის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

გორის ციხის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა .

ჯაჭვი გორელებმა და ჩამოსულმა სტუმრება ერთიანობის სიმბოლოდ შექმნეს. ამ აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ჯაჭვის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები და სკანდირებენ - "საქართველო-საქართველო".

ცოცხალ ჯაჭვს აქტიურად აშუქებს მედია, მათ შორის უცხოური მედიაც.

ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობას იღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი. ასევე, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ არსოშვილი. ცოცხალი ჯაჭვის მსვლელობის დროს გორის ციხიდან გაუშვეს მტრედები, მშვიდობის სიმბოლოდ.