გორში ქართველ გმირთა მემორიალთან დაღუპული მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა

გორში ქართველ გმირთა მემორიალთან დაღუპული მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა

გორის ციხესთან არსებულ ქართველ გმირთა მემორიალთან რუსეთ_საქართველოს ომში დაღუპული მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს .

პანაშვიდს სამთავისის და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრეა იხდის. პანაშვიდს ესწრება საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ არსოშვილი, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.

პანაშვიდს გორის ასეულობით მაცხოვრებელი ესწრება. გორელები შეიკრიბნენ, რომ პატივი მიაგონ ომში დაღუპულ მეომრებს. პანაშვიდის დასრულების შემდეგ, პრემიერი მონაწილეობას მიიღებს გორის ციხის გარშემო ერთიანობის სიმბოლოდ დაგეგმილ ცოხალ ჯაჭვში, რომლის შემდეგაც მტრედებს გაუშვებენ.