ბათუმს ქრის დე ბურგი ეწვევა
აგვისტოს პირველ ნახევარში აჭარაში ცნობილი ბრიტანელი კომპოზიტორისა და საესტრადო მომღერლის, ქრის დე ბურგის გასტროლები იგეგმება.
წინასწარი ინფორმაციით, ქრის დე ბურგი ბათუმში 15 აგვისტოს გამართავს კონცერტს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისა და უცხოელი ტურისტებისთვის.
ბრიტანელ მომღერლას 1986 წელს შესრულებულმა სიმღერამ - "The Lady In Red" მსოფლიო აღიარება მოუტანა.

























