თელავის რაიონის ხუთ სოფელს ბუნებრივი გაზით "ვისოლი" მოამარაგებს
თელავის რაიონის ხუთ სოფელს ბუნებრივი გაზით "ვისოლი" მოამარაგებს.
კომპანია ბუნებრივი გაზით აკურას, გულგულას, ხოდაშენის, ვარდისუბნისა და კურდღელაურის 5 000-მდე ოჯახს უზრუნველყოფს.
~ვისოლის~ გაზის სადისტრიბუციო კომპანიამ აღნიშნული სოფლების გაზმომარაგების სამუშაოები ~სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში განახორციელა.
თელავის რაიონების სოფლებში გახორციელებულ სამუშაობს კომპანია დღეს მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობს. ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტარი გია არსენიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილი.

























