ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები განახლდება
ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები განახლდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა კონსტანტინე მგელაძემ და პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ლაშა ჭკადუამ ბაკურიანის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი ითვალისწინებს მაგისტრალური წყალსადენის მშენებლობას, საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაციას (სულ მოწესრიგდება 28 რკინა-ბეტონის ჭა), სარქველების დამონტაჟებას, წყლისა და კანალიზაციის მილების რეაბილიტაციას, საცხოვრებელ სახლებთან მიერთებების მოწყობას, წყალმიმღების მშენებლობას, სატუმბი სადგურის რეკონსტრუქციას და სამომხმარებელო მრიცხველების მონტაჟს.
პროექტის ფარგლებშო წყალმომარაგების ქსელის 90% და საკანალიზაციო ქსელის 80% სრულად შეიცვლება ახლით. პროექტს, რომლის ღირებულებაც 17 835 000 ლარია, საქართველოს მთავრობა და mcg აფინანსებენ.

























