ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსებს მოუწოდებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ ჩავიდნენ

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს.
მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებისთანავე გააფრთხილა, რომ ამ რეგიონებში ჩასვლა უსაფრთხო არ იქნებოდა.
"ის, რომ ეს გადაწყვეტილება ბელორუსმა მიიღო, განსაკუთრებით დასაფასებელია, რადგან ცნობილია, თუ როგორი წნეხის ქვეშაა ეს ქვეყანა", - განაცხადა ალექსანდრე ნალბანდოვმა.

























