შიდა ქართლის რეგიონის ახალი გუბერნატორი დავით ტყეშელაშვილმა წარადგინა

შიდა ქართლის რეგიონის ახალი გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინეს. არსოშვილი შიდა ქართლის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით ტყეშელაშვილმა წარადგინა .
შეხვედრას რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, შიდა ქართლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, ზურაბ არსოშვილი ისეთი კანდიდატურაა, რომელიც რეგიონში შემავალ ყველა რაიონს გამოადგება.
ზურაბ არსოშვილი სამი წლის წინ შიდა ქართლის ფინანსურ პოლიციასაც ხელმძღვანელობდა. შემდეგ პარლამენტის დეპუტატი გახდა, საიდანაც ეროვნული გვარდიის დეპრატამენტის უფროსად დაინიშნა.

























