ახალციხე და ნიუქასლი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დღეს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ინიციატივითა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, ახალციხე და ნიუქასლი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი გულისხმობს როგორც სასწავლო-კულტურული პროგრამების გაცვლას, ასევე მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნიუქასლის მერი სილვია ბრიჯიტ ფოლკნერი. "ახალციხობის" დღესასწაულზე მას ადგილობრივი მმართველობა საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებს.

მემორანდუმი ახალციხეში, ციხესიმაგრე "რაბათის" ტერიტორიაზე  გაფორმდება, სადაც სახალხო დღესასწაულ  "ახალციხობის" ფარგლებში სხვადასხვა სახალხო წარმოდგენები და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.