საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გორში შეხვედრა გაიმართება

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ხვალ გორში საჯარო შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ,,ჰოლანდიის ინსტიტუტი მრავალპატიული დემოკრატიისთვის", საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".

შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

განიხილება ,,ჰოლანდიის ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" საქმიანობა საკონსტიტუციო რეფორმის მხარდასაჭერად.

გაიმართება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის წარდგენა, რომელიც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას და ტერიტორიულ მოწყობას, ასევე, მმართველობის სისტემებსა და ძალთა ბალანსს მმართველობაში.

შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.