ობამას ადმინისტრაცია მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ობამას ადმინისტრაცია მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ,- ასეთი შინაარსის განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა ამერიკაში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ვიზიტის პარალელურად გაავრცელა.
განცხადებაში ვაშინგტონი მუწოდებს რუსეთს, ითანამშრომლოს აშშ-ის ხელისუფლებასთან საქართველოს რეგიონებში მომავალში სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო-რუსეთს შორის ნდობის აღსადგენად იყო გარკვეული მცდელობა, კერძოდ ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნა და რუსეთ-საქართველოს შორის ჩარტერული რეისების განახლება.
ობამას ადმინისტრაცია მოუწოდებს რუსეთს, ითანამშრომლოს აშშ-თან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გასაძლიერებლად, შეუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დოკუმენტში განხილულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ასპექტები. ასევე, შეჯამებულია ის შედეგები, რაც ე.წ.გადატვირთვის პროცესის შედეგად განვითარდა.

























