გორის ცენტრში რუსეთ-საქართველოს ომსა და საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა მემორიალი დაიდგმება

გორის ცენტრში რუსეთ-საქართველოს ომსა და საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა მემორიალი დაიდგმება

გორის ცენტრალურ მოედანზე, იოსებ სტალინის ძეგლის ნაცვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე, საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგმება .

ამის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კულტურის სამინისტრომ მემორიალის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობები სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება.

მინისტრის განცხადებით, დაუდევრობაა, თბილისში, გმირთა მოედანზე გვქონდეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის მთავარ მოედანზე იდგას დიქტატორის ძეგლი.

"სტალინი იყო პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც 1921 წელს საქართველოში რუსეთის ბოლშევიკურ არმიას შემოუძღვა. სტალინი იყო ადამიანი, ვინც ჩვენი მოკავშირე ერების ნაწილი გაანადგურა. რეპრესიებს ემსხვერპლა ქართველი ერის ელიტა. მისი დანაშაულის გასაცნობიერებლად რამდენიმე გვარის დასახელებაც კმარა - მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ კონკურსში საუკეთესო პროექტი გაიმარჯვებს და აღიმართება გმირთა ხსოვნის მემორიალი, რომელიც ამ მოედანზე სამუდამოდ დარჩება; ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პოლიტიკური აბსურდი, რასაც გორი მთავარ მოედანზე სტალინის ძეგლის არსებობა ქმნიდა", - აღნიშნა რურუამ.

მისივე განცხადებით, სტალინის ძეგლს სტალინის სახლ-მუზეუმში გადაიტანენ. ძეგლის აღება კი, კულტურის სამინსიტროსა და ადგილობრივი ხელიუფლების ერთპობლივი გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება კომისიას, რომელიც გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს, კულტურის მინისტრის განაცხდებით, ეს კომისია ჯერ დაკომპლექტებული არ არის, თუმცა მინისტრი იმედს გამოთქვავს, რომ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ სკულპტორები მთელი თავისუფალი სამყაროდან, ვისთვისაც ადამინის სიცოცხლე, თავისუფლება და დემოკრატია უზენაესი ღირებულებებია.