სიღნაღში ყველის ფესტივალი გაიმართება
სიღნაღში, "ბებრის ბაღში" დღეს ყველის ფესტივალი გაიმართება.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული რძისა და რძის პროდუქტების ტრადიციებისა და თანამედროვეობის პოზიციონირებისთვის გამოფენაზე პროდუქცია წარმოდგენილი იქნება რეგიონების მიხედვით.
ფესტივლის დამთვალიერებლებს საგლეხო და ფერმერული მეურნეობების (ყველისა და რძის სხვა პროდუქტთა სახეობები) პროდუქციის გაცნობის საშუალება ექნებათ. დაიბეჭდა ქართული რძის პროდუქტების პლაკატები, რომელიც დამთვალიერებლებს ქართული ყველის ტრადიციულ სახეობებსა და ახალ მიდგომებზე წარმოდგენას შეუქმნის.
ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიო ღვინის 33-ე კონგრესის მონაწილე დელეგატები და უცხოური მედია.
Pპროექტი ტურიზმის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "საქართველოში შვეიცარიის ოფისის" მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული ფესტივალი სამ ეტაპად გაიმართება, ღონისძიების მეორე და მესამე ეტაპი ბათუმსა და თბილისში ჩატარდება.

























