სოფელ საგურამოს ბავშვთა სახლის რეაბილიტირებული შენობა დღეს გაიხსნება

სოფელ საგურამოს ბავშვთა სახლის რეაბილიტირებული შენობა დღეს გაიხსნება.

იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტის და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის" ფარგლებში.

გახსნას დაესწრება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა. ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საგურამოს ბავშვთა სახლის რეაბილიტირებული შენობით 260 ბავშვი ისარგებლებს.

პროექტის საგრანტო კონტრაქტს იაპონიის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავალს" შორის ხელი 2009 წლის 26 ნოემბერს მოეწერა. პროექტის ღირებულება 88, 700 აშშ დოლარია.