გია ბარამია - რუსეთს სურს, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა საერთაშორისო დონეზე წარმოადგინოს

გია ბარამია - რუსეთს სურს, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა საერთაშორისო დონეზე წარმოადგინოს

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია კიდევ ერთ უკანონობად აფასებს .

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბარამიამ განაცხადა, ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.

`რუსეთს სურს, ე.წ. აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა საერთაშორისო დონეზე წარმოადგინოს, სადაც თითქოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ხდება. ასეთი ქმედებები განპირობებულია შიდა მოხმარებისთვის და ერთგვარ სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ~, - განაცხადა ბარამიამ.

სოხუმის რეჟიმი და მოსკოვი სარკინიგზო მიმოსვლის განახლებას გეგმავენ. ე.წ. პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმის რეჟიმი აფხაზეთის რკინიგზას "რუსეთის რკინიგზას" მმართველობაში გადასცემს. ბაღაფშის თქმით, შესაბამისი შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება.