რუსთავში მართლმსაჯულების სისტემის ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ორგანიზებით, მოსამართლეების, პროკურორებისა და საზოგადოებრივი ადვოკატების შეხვედრა გაიმართა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ბიუროების, ასევე რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის სასამართლოსა და პროკურატურის თანამშრომლებმა. ღონისძიების მიზანი იყო აღნიშნულ უწყებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთმისაღები მიდგომების ჩამოყალიბება.
მაისის თვეში მსგავსი შეხვედრა მცხეთის რაიონულ სასამართლოშიც გაიმართა. მოსამართლეების, პროკურორებისა და საზოგადოებრივი ადვოკატების ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება მომავალშიც გაგრძელდება.

























