ქუთაისში "ეროვნული ფორუმის" საქალაქო ორგანიზაცია დაფუძნდება

ქუთაისში დღეს "ეროვნული ფორუმის" საქალაქო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდება.

კონფერენციას პარტიის თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და პოლიტსაბჭოს წევრები - რევაზ შავიშვილი და გუბაზ სანიკიძე დაესწრებიან.

დღესვე მოხდება "ეროვნული ფორუმის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ბიუროს არჩევა. ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარდგენილია გოგიტა ხურციძის კანდიდატურა.