ნავთობის ფასები ისევ გაიზარდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე გუშინდელი ვაჭრობის შედეგებით ნავთობის ფასები გაიზარდა. ამის შესახებ "რიოტერი" წერს.

ლონდონში, InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 1 აშშ დოლარით გაიზარდა და 76,20 აშშ დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweetl ტიპის ნავთობი ბარელზე 1,82 აშშ დოლარით, 76,94 აშშ დოლარამდე გაიზარდა.