ბათუმში დღეს საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ჩატარდება

ინვალიდთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს, ბათუმში, ცოცხალი შესრულებით საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორია დავით დურგლიშვილის საქველმოქმედო ფონდი "იმედის ხელი". კონცერტი ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პროექტ ,,ნიჭიერის" მონაწილეები მარიამ კახელიშვილი, ანა ხანჩალიანი, გულნაზი გოლეთიანი, ჯგუფი "პლატინა" და "ნიჭიერის" გამარჯვებული ლევან შავაძე.

კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნინო ვაშანიძე და თამუნა მიქელაძე.Kმოეწყობა ასევე გამოფენა-გაყიდვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შემოწირულობებით.