ბათუმში გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

ბათუმში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმში გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გია ბუღაძემ განუცხადა, ექსპოზიცია სახელწოდებით - ALC IXH XAN მასშტაბურია და, ფერწერული ტილოების გარდა, ხელოვნების სხვა სეგმენტსაც მოიცავს.
"ბათუმში ჩამოვიტანეთ სულ 67 ნამუშევარი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ფერწერული ტილოების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება 4 ვიდეოარტი, ფოტოები, კომპიუტერული გრაფიკა. ეს არის ერთგვარი საგამოფენო მიქსი, რომელიც აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ორივე სართულს მოიცავს", - განაცხადა ბუღაძემ.
მისივე თქმით, წარმოდენილი იქნება ბოლო წლების ნამუშევრები, რომელიც დღევანდელ ყოფას ეხმაურება.
"გამოფენის სახელწოდება ALC IXH XAN შესანიშნავი ჰოლანდიელი მხატვრის გამონათქვამია და ნიშნავს "გავაკეთე, რაც შემეძლო~. ეს ფრაზა ექსპოზიციის კონცეფციას ზუსტად გამოხატავს", - განაცხადა ბუღაძემ.
გია ბუღაძის გამოფენა დღეს გაიხსნება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

























