რუსეთი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად ამოქმედებას არ აპირებს

რუსეთი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად ამოქმედებას არ აპირებს. "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვირჩევნია, საერთაშორისო ურთიერთობებში ურთიერთმისაღები პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ. ეს ჩადებულია ყველა საერთაშირისო კონვენციაში, რომელიც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს არეგულირებს", - განაცხადა ლავროვმა.
მინისტრის თქმით, რუსეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმზე შეთანხმებასთან დაკავშირებით ყველა ტექნიკური საკითხი დაარეგულირეს და ახლა "საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული".

























