რიკოთის საუღელტეხილო გვირაბი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დღეიდან ჩაიკეტა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბშისარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო.
შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბი დღეიდან უკვე ჩაკეტილია.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, პროექტით გათვალისწინებულია, გვირაბის სამაგრისა და ჰიდროიზოლაციის სისტემის რეაბილიტაცია უახლესი ტენოლოგიების გამოყენებით; ევროსტანდარტების შესაბამისად ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზება, რაც ეფექტურს გახდის როგორც კომფორტულობის, ასევე ეკონომიურობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოხდება საკანალიზაციო სისტემის განახლება; ვიდეოკამერების დამონტაჟება სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით; გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა და გზის სავალი ნაწილზე ასფალტო-ბეტონით საფარის მოწყობას.
რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის მეშვეობით, რომელზეც გზების დეპარტამენტმა სარეაბილიტაციო სამუშაობი უკვე განახორციელა. სამუშაოებს ჩინური სამშენებლო კომპანია ~სინოჰიდრო" ასრულებს.

























