პატრიარქი დღეს ვანის რაიონს ესტუმრა

პატრიარქი დღეს ვანის რაიონს ესტუმრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღეს ვანის რაიონს ესტუმრა.

პატრიარქმა წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი საზეიმოდ გახსნა. ახალი საკათედრო ტაძარი ვანის ცენტრში ოთხი წელი მრევლის შემოწირულობით შენდებოდა.

ილია მეორემ დღესვე ვანი-ბაღდათის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ანტონს მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. პატრიარქი ვანის რაიონში ორი დღე დარჩება.