წალენჯიხის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზვიად ლუკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოების ძარცვაში.

დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.