წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის ექვს რეგიონულ სერვის-სამსახურს სპეცაღჭურვილობას გადასცემს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი კვაშილავა, ქვეყნის ექვსი რეგიონული სერვის-სამსახურის უფროსებსა და ამ სამსახურების 350 თანამშრომელს ხვალ, გორში, მანქანებს, საავარიო ბრიგადისთვის სპეცფორმებსა და სპეცაღჭურვილობას გადასცემს.;;
;რეგიონული თანამშრომლები ასევე ჯამრთელობის სადაზღვევო პაკეტს მიიღებენ. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სერვის სამსახურების ტექნიკურად სრული აღჭურვა, რაც 80-90–იანი წლების პერიოდში და მის შემდეგ წყალმომარაგების სფეროში მომუშავე ტექნიკურ პერსონალს არ ჰქონია.;;;
;ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული თანამშრომლები ყველანაირ პირობებს მიიღებს, რათა დაუბრკოლებლად იმუშაონ.

























