გიგი უგულავა ურბანისტებს, ხელოვნებათმცოდნეებს, არქიტექტორებსა და დეველოპერებს ხვდება
თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა “შერატონ-მეტეხი პალასში” ურბანისტებს, ხელოვნებათმცოდნეებს, არქიტექტორებსა და დეველოპერებს ხვდება.;;
შეხვედრაზე იმყოფებიან საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, დედაქალაქის ვიცე–მერი მამუკა ახვლედიანი, დედაქალაქის მერის მოადგილე დავით ნინიძე.
როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა, შეხვედრის მიზანია პროექტის -; “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” განვითარების სამომავლო გეგმის შემუშავება, დახვეწა, რათა შემდეგ გადაეცეს საზოგადოებას განსახილველად. საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებს თბილისის საკრებულო, შემდეგ კი, გახდება სამოქმედო გრძელვადიანი გეგმა ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის.
მისივე თქმით, პროგრამის უმთავრესი მიზანია, ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შეთავაზება. ამასთან ერთად, მოხდება ამ უბნებში გამოთავისუფლებული ტერიტორიების რეაბილიტაცია, ადაპტაცია, განვითარება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ამ პრობლემის მოგვარება აქტუალურია ძველი თბილისის მოსახლეობის უმეტესობისთვის.

























