რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესახებ რუსულ-უკრაინული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ~რია ნოვოსტი~ იუწყება.
შეთანხმების რატიფიცირებას ხმა 410-მა დეპუტატმა მისცა. ამავე შეთანხმების რატიფიცირება დღეს ოპოზიციისა და სამთავრობო კოალიციას შორის მწვავე დაპირისპირების მიუხედავად; უკრაინის რადამაც მოახდინა.
ყირიმში რუსული შავი ზღვის ფლოტის ყოფნის ვადის 2042 წლამდე გაგრძელების თაობაზე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა შეთანხმება 23 აპრილს გააფორმეს.
;

























