ე.წ. უდო-ს კომისიაში კვლავ დეპუტატი ეკა ხერხეულიძე იმუშავებს

ვადაზე ადრე გათავისუფლების (ე.წ. უდო) კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობიდან კვლავ დეპუტატი ეკა ხერხეულიძე იმუშავებს.

როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, პარლამენტის უახლოეს სხდომაზე ეკა ხერხეულიძისთვის უფლებამოსილების გახანგრძლივების საკითხს უყრიან კენჭს.

საპარლამენტო კვოტა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში გასული წლის სექტემბრიდან გაჩნდა. მას შემდეგ ორი ვადით კომისიაში უმცირესობიდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ იმუშავა, გასულ თვეს კი ლორთქიფანიძე რატი მაისურაძემ შეცვალა.

რაც შეეხება უმრავლესობას, თავდაპირველად კომისიაში გია არსენიშვილი იყო წარდგენილი, გასული წლის ბოლოდან კი კომისიაში უკვე ეკა ხერხეულიძე მუშაობს.

;