გიორგი არველაძე ”ფორუმ.გე”-ზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს
„ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ”ფორუმ.გე”-ზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.
;როგორც ~რუსთავი 2~-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას არველაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, ტექსტები რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი სხვადასხვა საუბრების ჩანაწერებიდან ამოკრიფეს.
;~ეს არის პროვოკაცია, რომლის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულ საიტზე გამოქვეყნდა და ის რეზონანსი, რაც გადაცემას მოჰყვა, მომგებიანად შეაფასეს. დამატებითი პროვოკაციის შეგდება სურდათ. გასაგებია რაც ხდება. ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციას შეადგენს. ჩემი სხვადასხვა საუბრებიდან ამოკრეფილი ფრაზებია. ასე შეიძლება დალაი ლამას ან რომის პაპთან ჩემი საუბარი გაკეთდეს~,-განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ ორი დღე დასჭირდა რუსულ სპეცსამსახურებს ფაბრიკაციისთვის, რომელსაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ასეთი საუბარი რეალურად არ შემდგარა. ”საკუთარი ხმის ამოცნობა მიჭირს, მაგრამ არ გამოვრიცხავ ჩემი სხვადასხვა საუბრებიდან ამონაკრები იყოს~,-დასძინა არველაძემ.
;დღეს ”ფორუმ.გე”-ზე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც თითქოს ეკა წამალაშვილსა და გიორგი არველაძეს შორის საუბარია. ჩანაწერის თანახმად, არველაძე წამალაშვილს ეუბნება, რომ სააკაშვილი არა თუ თანახმაა ~იმიტირებულ ქრონიკას~ შესაბამისი ტიტრი დაედოს, არამედ წინააღმდეგია გადაცემის დასაწყისში გაკეთდეს განმარტება ინსცენირებასთან დაკავშირებით.
;

























