რუისში ავტოავარიის შედეგად ორი სასულიერო პირი დაშავდა
თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე დღეს საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ურბნისისა და რუისის ეკლესიის ორი მოძღვარი დაშავდა.
;მამა დავითი და მამა გაბრიელი სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებებით ქარელის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფიში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
;რაც შეეხება ავარიის მიზეზს, სასულიერო პირები რუისის ტაძრიდან გორის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როცა მათ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მათი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
;შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სასულიერო პირების ავტომობილს შეეჯახა. მძღოლის ვინაობა და ავტომანქანის მარკა ჯერჯერობით უცნობია. საპატრულო პოლიცია ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს. დაზიანებული ავტომანქანა კი გორის საპატრულო პოლიციის სპეციალურ ავტოსადგომზეა გადაყვანილი.
;

























