გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მსჯელობა ხვალ გაგრძელდება
პარლამენტში ხვალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მსჯელობა გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი გოგუაძის ინიციატივას ხვალ ძირითადი კომიტეტი – აგრარულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
გოგუაძეს მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების დაცვის საკანონმდებლო ბაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო; გახდება როგორც ნედლეულის, ისე მზა პროდუქციის განუკითხავად შემოტანისა და გავრცელების არეალი.
მისი თქმით,; "გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ" კანონი უნდა ითვალისწინებდეს პროდუქციის მარკირების, შემოწმებისა და უსაფრთხოების მკაცრი ზომების რეგულირებას. ამასთან, გოგუაძე აცხადებს, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც აქვთ რეალური პოტენცია, აწარმოონ თავისი მოსახლეობისთვის საკმარისი სასურსათო პროდუქცია.
;"საქართველო გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით, უნიკალური კლიმატური პირობებით, გააჩნია ენდემური კულტურული და ველური ფლორა და ფაუნა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ფასეულობაა", – აცხადებს გოგუაძე.Mმისივე აზრით, მსოფლიო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ არსებობდეს ისეთი ოაზისები, სადაც ეკოლოგიურად სუფთა და; მაღალხარისხიანი ნატურალური პროდუქცია იწარმოებს. "საქართველოსაც ასეთი პროდუქციით შეუძლია მონახოს თავისი ნიშა სურსათით გაჯერებულ მსოფლიო ბაზარზე"- აღნიშნავს დეპუტატი.
აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ხვალ, 13:30 საათზე გაიმართება.
;

























