გიორგი ბარამიძე სამუშო ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშო ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა.
19-24 თებერვალს რომში ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებით ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სემინარი გაიმართება, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში, ნატო-სა და ევროკავშირს გაფართოებით ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საკითხები. სემინარზე გაიმართება დისკუსიები.
ვიცე პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ქვეყნების მთავრობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი რომში, ასევე, შეხვდება ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს.
გიორგი ბარამიძე იტალიის საუნივერსიტეტო ქალაქ არეზოში ქალაქის მერსა და სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას. Aაქვე დაგეგმილია კონფერენცია თემაზე;; - “საქართველოში არსებული კონფლიქტი – ოკუპაცია”.
;

























