“მემარჯვენეების” ინციატივით, ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

“ახალი მემარჯვენეების” ქუთაისი ორგანიზაციის აქტივისტებმა საგადასახადო სამსახურის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები იმ მეწარმეთა და მაღაზიების მეპატრონეთა დასაცავად შეიკრიბნენ, რომლებიც მიმდინარე წელს საგადასახადო ინსპექციამ რამდენიმე ათასიანი ლარით დააჯარიმა.

აქციას სავაჭრო ცენტრ “ქარვასლას” 27 მაღაზიის მეპატრონე და თანამშრომლები შეუერთდნენ. “მათი განცხადებით, საგადასახადო ინსპექციამ მათ ბიზნესი გაუჩერა; და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა”.

პარტიის წარმომადგენლის, მამუკა მღვდელაძის განცხადებით, საგადასახადო ინსპექციამ; ათობით ათასი ლარით დააჯარიმა მაღაზიები, რის გამოც მცირე მეწარმეების 50-მდე სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

; საგადასახადო ინსპექციაში კომენტარი არ გაკეთებულა.