ეგზიტ-პოლების მონაცემებით ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს
ეგზიტ-პოლების 12:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდეროს. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი ~NEWSLAND~ იტყობინება.
;არსებული მონაცემების თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩი ამომრჩეველთა ხმების 55 პროცენტზე მეტს მოიპოვებს, ხოლო იულია ტიმოშენკო თითქმის 41 პროცენტს.
;რაც შეეხება რეგიონებს, კიევში გამოკითხულთა უმეტესობა მხარს იულია ტიმოშენკოს უჭერს, ხოლო ოდესაში ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს.
;აღნიშნული მონაცემები, ეგზიტ-პოლების პირველადი მონაცემებია, რაც უბნიდან გამოსული ამომრჩევლების პასუხებს ეყრდნობა.
;
;

























