ზაქარია ქუცნაშვილი მამის ნაცვლად პატიმრობას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციის “კანონი ხალხისთვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი ხელისუფლებას “გარიგებას” სთავაზობს.

ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ხელისუფლების მისამართით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი;; მამის, ომარ ქუცნაშვილის პატიმრობის შესახებ.

ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ მამამისი უკვე 18 თვეა, ციხეში მძევლად იმყოფება, სასამართლოების გადაწყვეტილება ობიექტური არ არის, ამიტომ სთავაზობს ხელისუფლებას მძევლის გაცვლას. კერძოდ, ის თანახმაა, ჩაიდინოს დანაშაული და; მამის ნაცვლად საქართველოს ნებისმიერ ციხეში გაატაროს ომარ ქუცნაშვილის დარჩენილი პატიმრობის ვადა; - 30 თვე.

ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ მამამისი; უკვე მეორედ ხვდება ციხეში დაბადების დღეს. ომარ ქუცნაშვილი დღეს; 68 წლის გახდა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მძევლის გაცვლის შემთხვევაში,; უფრო მშვიდად გაატარებდა სიცოცხლეს, ვიდრე ახლა გრძნობს თავს.

მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოებისთვის მიმართვის შემთხვევაში პროცესი გაჭიანურდება.

ომარ ქუცნაშვილი ერთ-ერთი დამკვეთი ორგანიზაციის თანხის მითვისების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დაბეჭდვის ბრალდებით 2008 წელს დააკავეს. შემდეგ თანხის მითვისების ბრალდება მას მოეხსნა. მისი შვილი აღნიშნავს, რომ თუ ომარ ქუცნაშვილს დამკვეთის სახსრები არ მიუთვისებია, მას ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დაბეჭდვაც არ დასჭირდებოდა და ბრალდება უსაფუძვლოა.