"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობებისგან პენსიების გაზრდას ითხოვს

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციები დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებენ აქციებისა და მოწოდებების სერიას,; რათა ადგილობრივმა; თვითმმართველობებმა პენსია რეგიონებშიც გაზარდონ.;

ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატებმა" ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"ქრისტიან-დემოკრატები" ხანდაზმულობის პენსიის ათი ლარით გაზრდის ფონზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იგნორირებას და მათი შეღავათის გარეშე დატოვებას უსამართლებად აფასებენ.;

მათი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე მეტად მძიმე სოციალური ფონი სწორედ ინვალიდებზე მოქმედებს, მათ უჭირთ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება, მედიკამენტების შეძენა ან თუნდაც ქალაქში გადაადგილება.

შესაბამისად, "ქრისტიან-დემოკრატები" მიესალმებიან, რომ მერიამ გაითვალისწინა მათი სამართლიანი კრიტიკა და 2010 წლის მარტიდან, ხანდაზმულობის პენსიასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებაც გაიზრდება.

"ქრისტიან-დემოკრატები კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მოსახლეობის არათანაბარი დახმარება და ხანდაზმულთა დაყოფა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.;; განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ პენსია გაიზარდოს მთელ ქვეყანაში და არა მხოლოდ დედაქალაქში", – განაცხადეს მათ და დასძინეს, რომ; დღეიდან "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებენ აქციებისა და მოწოდებების სერიას,; რათა ადგილობრივმა; თვითმართველობებმა პენსია რეგიონებშიც გაზარდონ.

;