იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტირა. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “УНИАН” იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.;
ტიმოშენკოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებში საარჩევნო კომისიამ დარღვევა ვერ იპოვა.
კომისიამ, ასევე, დაარეგისტრირა პრეზიდენტობის კანდიდატ ტიმოშენკოს წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დეპუტატი ვლადიმირ მილიპენკო.
საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში მომავალი წლის 17 იანვარს გაიმართება. დღიეს მდგომარეობით, ტიმოშენკოს ჩათვლით, პრეზიდნტობის 12 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ასევე, რეგიონული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი.

























