სამართალდამცავებმა ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ბინების ქურდობებზე სპეციალიზირებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან არასრულწლოვანი; 1995 წელს დაბადებული მიხეილ ზახაროვი, 1990 წელს დაბადებული ალექსანდრე გურგენიძე და 1990 წელს დაბადებული ილია გილიგაშვილი, რომლებმაც თბილისში ვარკეთილის, ვაზისუბნისა და მესამე მასივის ტერიტორიაზე მდებარე;; დაახლოებით; ჩვიდმეტი ბინა გაქურდეს. ეჭვმიტანილებმა; დანაშაული აღიარეს. მათგან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ე.წ ‘’ატმეჩკები’’ და სხვადასხვა ნაქურდალი ნივთები.

გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით აწარმოებს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველო.