ბექა ლილუაშვილი - არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ „ოფშორების კანონი“ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული

გასაგებია, რაც არის დასაჩქარებელი! - არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ "ოფშორების კანონი" არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ოფშორების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, საინვესტიციო პოლიტიკის მხარდაჭერის ღონისძიება არ მიიღება იმ ხალხთან კონსულტაციის გარეშე, ვინც ინვესტიციები უნდა დააბანდოს.

ლილუაშვილმა მმართველი გუნდის დეპუტატებს მიმართა, თუ რა შეფასებები არსებობს თავად კერძო სექტორში “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

"რა შეიძლება იყოს ან ვინ არიან ის პოტენციური ინვესტორები, ვინც შეიძლება ფული ამ ფორმით და ამ ბენეფიტის გამოყენებით შემოიტანოს? არ მომისმენია ფინანსური მონიტორინგის არანაირი - არც წერილობითი და არც ვერბალური კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა ამ საკანონმდებლო საკითხის გამოყენება ფულის გათეთრების კონტექსტში სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი მიზნისთვის. როდესაც საუბარია ინვესტიციების ხელშეწყობაზე, გაუგებარია სამეწარმეო საქმიანობის კონტექსტში, რა მატერიალური ქონებრივი აქტივი უნდა წარმოიშვას იმ მოცულობით, რომ ინვესტორებისთვის მსგავსი ტიპის საგადასახადო შეღავათი იქნას შეთავაზებული. ასევე გაუგებარია 100%-იანი ჩამკეტის ანუ ფლობის 100%-ით შეზღუდვის საკითხი, როცა ვსაუბრობთ მსხვილი ინვესტიციების შემოდინებაზე. აქ შეიძლებოდა სხვა “ჩამკეტის“ შემოღება, მაგალითად 50% ან მეტი აქტივის ფლობის შემთხვევაში და ა.შ.

გარდა ამისა, გადმოტანილ მატერიალურ ქონებას იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება რომ შეეხება, ეს არანაირ საინვესტიციო პოლიტიკის ჩარჩო არ ჯდება”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს "საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

ავთანდილ წულაძე - სამხრეთ კავკასიაში ვითარება ცვალებადია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არასტაბილურია იმის გამო, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება, მაგრამ ამავე დროს დასავლეთის პოზიციების გაძლიერების ნიშნები ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.06.2024
ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მაისის ანგარიშს აქვეყნებს
BTU-ს AI ჰაკათონის მონაწილეებისთვის MIT მასტერკლასს გამართავს
„თიბისის“ მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა
ცელიაკია – ავიმაღლოთ ცნობიერება გლუტენის აუტანლობაზე
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი პარტნიორის - შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადება