ირაკლი ღარიბაშვილი - მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას - ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება

მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას - ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს“.

„დაუსჯელობის სინდრომი არის საშინელება, პირდაპირ ძირს უთხრის სახელმწიფოს ძლიერებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. როგორ შეიძლება, რომ პოლიციას ქვებს უშენენ ეს რადიკალი ანარქისტები და გაუგებარი არარაობები, პროვოკაციაზე მიდიან, წვავენ პოლიციის მანქანებს, თავს ესხმიან სახელმწიფო უწყებებს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ამის გამო ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ამაზე არის ძალიან მკაფიო, ძლიერი პასუხი სახელმწიფო უწყებების მხრიდან“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ძალადობა უნდა დასრულდეს. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „აქციებზე სამართალდამცველები პროტესტის მონაწილეებს სცემენ“, ღარიბაშვილი ამბობს: „ევროპაში, ამერიკაში გაბედოს ვინმემ პოლიციის მიმართ რამე გააკეთოს, სცემენ კი არა...“.

„ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული. მანამდე ვიხილეთ დეპუტატების და სხვა აქტორების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. არ შეიძლება, მეგობრებო. ძალადობა უნდა დავასრულოთ. როდესაც ადამიანები ხედავენ ძალადობას და ამ ფაშისტების აქტიურობას, ხალხში ძალადობა და აგრესია მატულობს. ფაშისტებად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვიხსენიებ, რადგან მათი ქმედებები, რაც წარსულში აქვთ ჩადენილი, არაფერია, თუ არა ფაშიზმი. უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ. მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას. ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება. სწორედ ეს დაუსჯელობა წარმოშობს სხვა ტიპის ძალადობას, ყველა ხედავს კადრებს, რომ თავს ესხმიან პოლიციელებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - ჩინეთთან დაახლოებით ვიღებთ მეტად ექსტრაორდინალურ სიტუაციას
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2024
ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მაისის ანგარიშს აქვეყნებს
BTU-ს AI ჰაკათონის მონაწილეებისთვის MIT მასტერკლასს გამართავს
„თიბისის“ მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა
ცელიაკია – ავიმაღლოთ ცნობიერება გლუტენის აუტანლობაზე
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი პარტნიორის - შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადება