ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას Patriot-ის სარაკეტო სისტემები გადასცენ

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები გადასცენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვიურად ვიკრიბებით დაახლოებით 50 ქვეყანა, რათა განვიხილოთ, როგორ გავაგრძელოთ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში მასშტაბური და სწრაფი დახმარების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა დიდი ხანია არის ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით. არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ Patriot-ები და ამიტომ, გავაგრძელებთ ამ ქვეყნების მოზიდვას, მოვუწოდებთ რა მათ უკრაინისთვის მეტი შესაძლებლობები უზრუნველყონ“, - აღნიშნა მინისტრმა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს ყოველდღიურად ესაუბრება.

„მან ზუსტად იცის, რას ვაკეთებთ, როგორ ვიზიდავთ სხვა ქვეყნებს, ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა ოსტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს