რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსეთმა წუხელ ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, რის შედეგადაც, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - წერს კიპერი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი ინფორმაციით, დაფიქსირდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, სასწრაფოდ რეაგირება მოახდინონ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ განგაშის სიგნალზე“, - აცხადებს კიპერი.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს