სპეცდანიშნულების რაზმმა და სხვა საპოლიციო დანაყოფებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვა

სპეცდანიშნულების რაზმმა და სხვა საპოლიციო დანაყოფებმა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან მხოლოდ აქციის მონაწილეები რჩებიან, რომლებიც არაერთხელ დაშლის მიუხედავად, კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანის შემდგომ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანებიც.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. ბოლოს ე.წ. გაზის კაფსულები რამდენიმე წუთის წინ გაუშვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს