სოფო ჯაფარიძე - რობოკოპებმა შემათრიეს და ერთმა მათგანმა გამეტებით მირტყა - დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ინგოროყვას სახელობის კლინიკა გამოკვლევების შემდეგ დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ განუცხადა, მას დაბეჟილობები და სისხლჩაქცევები აქვს.

მისივე თქმით, ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა სპეცრაზმელებს ახალგაზრდა ბიჭის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.

"რობოკოპები გამოცვივდნენ, პატარა ბიჭი, დაახლოებით, 17-18 წლის იქნებოდა, იჭერდნენ. მას გავყევი, ალბათ, ათი რობოკოპი აკავებდა, ვეცადე, რომ ეს ბიჭი გამომეგლიჯა ხელიდან, რაღაცნაირად ეს მოვახერხე და მე შევრჩი ხელში, შიგნით შემათრიეს და ერთმა მათგანმა, გამეტებით მირტყა, შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და გამიყვანეს. დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა მაქვს",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს